Autocom Japan Inc.
Daidoseimei Yokohama Building 6F, 2-14 Hon-cho, Naka-ku Yokohama, Kanagawa, Japan
Email sales@autocj.co.jp
Тел +81-45-227-7095
Факс: +81-45-227-7093
მიმოხილვა

ათწლეულების განმავლობაში, იაპონური ავტომობილები მსოფლიოში ცნობილი იყო მათი ხარისხითა და საიმედოობით. ისინი დღემდე დიდი მოთხოვნით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში. როგორც დღეს მოქმედი მრავალი ავტომობილების ექსპორტიორიდან ერთ-ერთი, ჩვენ, Autocom Japan-ში, ვცდილობთ მოგაწოდოთ ყველაზე გამორჩეული მომსახურება, რაც კი ოდესმე მოიძებნება.
ჩვენ დანერგეთ ბიზნესის ახალი სტილი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვზრუნავთ თქვენი მანქანის იაპონიიდან თქვენს ქვეყანაში ჩამოტანის ყველა საჭირო ნაბიჯზე, მანქანების შეძენით დაწყებული მათი გადაზიდვის ორგანიზებით დამთავრებული.
ჩვენი თანამშრომლების ყველა წევრი გუნდურად მუშაობს, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის მეგობრულები და თავიანთი სამუშაო სფეროს ცოდნით გამოირჩევიან.
ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ ნდობის კარგი საფუძვლის ჩამოყალიბება ჩვენს თითოეულ კლიენტთან და ყველა ადამიანთან, ვისაც ვხვდებით და ერთად მივაღწიოთ წარმატებას.

Autocom Japan იყენებს უამრავ მომწოდებელსა და წყაროს, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის საუკეთესო ხარისხის მანქანები იპოვოს.
ჩვენ არა მხოლოდ პირდაპირ ვყიდულობთ ავტომობილებს იაპონური მეორადი ავტომობილების აუქციონებიდან, არამედ მჭიდრო კავშირები გვაქვს ადგილობრივ მეორადი ავტომობილების გამყიდველებთან და სხვა ადგილობრივ გამყიდველებთან.
ამ მომწოდებლებთან ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობისა და რეგულარულად შეძენილი მანქანების რაოდენობის გამო, ჩვენი მომწოდებლებისგან მადლობის ნიშნად არაერთი ჯილდო მივიღეთ.
რატომ AUTOCOM JAPAN?
2007 წელს დაარსების დღიდან, Autocom Japan მსოფლიოს მასშტაბით მრავალ კლიენტს აწვდის ავტომობილებს, ჩვენი საქმიანობა კი სამ ძირითად არეალზეა კონცენტრირებული: კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, აფრიკა და რუსეთი. ჩვენ ყველა ჩვენს მომხმარებელთან ვამყარებთ სანდო ურთიერთობებს და სტაბილურად ვზრდით ავტომობილების ყოველთვიურ წარმოებას.
ამჟამად, ჩვენ ყოველთვიურად 7000-ზე მეტ ერთეულს ვახორციელებთ ექსპორტზე. ამ წარმატების ფონზე, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება ყოველთვის იყო თითოეული ავტომობილისადმი სიფრთხილით მოპყრობა, მომხმარებლის თვალსაზრისით მისი დანახვა.
Адрес